ჩემი ფავორიტი -სოფო წიქორიძე

ფოტოსესია "პორტრეტები"
დაბადების თარიღი:   18/07/1994 
სიმაღლე:   174 სმ. 
გარშემოწერილობები:   82/61/89 
თმის ფერი:   წაბლისფერი 
თვალის ფერი:   მწვანე 
ტანსაცმლის ზომა:   
ტერფის ზომა:   39 

ფოტოსესია "ავთანდილის" ტანისამოსში

კამერა, პოზირება, სცენა - ეს სოფოს სტიქიაა. მთელი ცხოვრება ბალეტს ცეკვავდა. დილიდან საღამომდე რეპეტიციები მას საერთოდ არ ღლიდა, თუმცა შემდეგ ფეხის 
ტრავმის გამო, ბალეტს თავი დაანება. 


ფოტოსესია "ქუინ ჟევერლი''სთვის

მისი უსაყვარლესი პერსონაჟია - შერლოკ ჰოლმსი. ყველაზე მძიმედ ახსოვს მშობლების დაშორება. მამასთან კონტაქტი საერთოდ არ აქვს. ძალიან ახარებს ის, რომ „ტოპგოგო“ - ში რეჟიმი იქნება. 

ფოტოსესია ბოდი არტი

ყავს ორი ძმა. თუმცა ყველაზე მეტად უნდა რომ მისი წარმატება ერთმა ქორეოგრაფმა ნახოს, რომელმაც სოფოს თქმით, თავის დროზე სოფოს შესაძლებლობები ვერ დააფასა. დარწმუნებულია, რომ არ გაუჭირდება პროექტის მონაწილეებთან ურთიერთობა და მათთვის კონკურენციის გაწევა

სასტუმბრო "ჰოლიდეინი'' ჩვენება საცვლებში
სოფო წიქორიძე 17 წლისაა, მეთორმეტე კლასელი, ერთ-ერთი ყველაზე პატარა „ტოპ გოგოდან“. თუმცა საკმაოდ მიზანდასახულია. შრომობს, არ ეზარება, თავზე მუშაობს და იცის, რომ ეს უფასდება კიდეც.

სასტუმბრო "ჰოლიდეინი'' ჩვენება საცვლებში

 სამეულში მოხვედრა რომელს არ უნდა. სოფოს მიაჩნია, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის მზად არის. 

ფოტოსესია რეპლეი

უნდა, რომ თავისი წარმატებით დედას ასიამოვნოს. ყველაზე მეტად ამისთვის ინდომებს. 

ფოტოსესია "სპორტი"
ამ ფოტოსესიაში სოფო გახდა მარაზია სპორტის სამყაროს სახე 
სოფოს კომენტარები
ძნელია შენიანებს რომ ვერ ხედავ და ვერ ნახულობ. თავიდან რომ შემოვედი, ადაპტაციის პერიოდი გამიჭირდა, თუმცა დეპრესია არ მქონია. ამას არ გამოვხატავდი. პროექტში იმდენი დავალებები გვაქვს, სხვა რამეზე ვეღარ ვფიქრობ.


როგორც მოდელები, უნდა ჩამოვყალიბდეთ, მეც მხოლოდ ამ საქმეზე ვარ ორიენტირებული, ყველაფერი, რასაც დამავალებენ, მაქსიმალურად კარგად შევასრულო. მხოლოდ დავალებებზე ვფიქრობ. ძალიან შემიყვარდა მოდელობა. აქამდე სამოდელო სფეროში არ ვყოფილვარ. ეს პირველია. მუშაობის პროცესი მსიამოვნებს.


დავიხვეწე, ჩემი თავით ამაყი ვარ. ვფიქრობ, ჩემი განაცხადი გავაკეთე. მე შემიძლია ვიშრომო. ჩემს თავს ბევრი რამ დავუმტკიცე. ასე რომ, ჩემთვის ამ პროექტში გამარჯვება და სტატუსი მთავარი აღარ არის. უკვე მაქვს პრეტენზია პროფესიონალ მოდელობაზე. ახლა უძინარი ვარ, მაგრამ მზად ვარ ფოტესესიისთვის. მაქსიმალურს გავაკეთებ. 

მე კიდევ ძალიან ბევრს შევძლებ. ხალხმა ჩემი შრომა დააფასა და ამ პროექტში ჯერ კიდევ ამიტომ ვარ. მივხვდი, რომ ამ პროექტში შრომა ყველაზე მეტად ფასდება. ამას ამჩნევენ და გეუბნებიან. ეს კი სტიმულია. 


ეს კი სტიმულია. როგორც კი მოეშვები, მაგასაც გამჩნევენ. პროექტში ჩავარდნაც მქონდა. დასჯილი რომ ვიყავი, იმ დროს. სასამართლოზე ფოტოსესია ჩატარდა. ისე ვინერვიულე, ფეხზე ვერ ვიდექი, ვკანკალებდი, წავიქეცი კიდეც. ისე შემაფასეს, როგორც დავიმსახურე. რომ არ გამაგდეს, ყველაზე დიდი სტიმული მომეცა. მაშინ ჩავიფიქრე, ყველას უნდა დავანახვო, რომ მეტი შემიძლია-მეთქი


სოფო ასევე აკეთებს კომენტარს დასჟასთან დაკავშირებით
 1. გარესამყაროსთან არ გვაქვს კონტაქტი და ეს მიჭირს. მეც მყავს შეყვარებული. მან იცის, რომელ სახლშიც ვცხოვრობთ და ერთხელ მოვიდა ფანჯრებთან და ასე ვიკონტაქტეთ. თუმცა ქუჩის დაგვა მხიარული იყო~. 
2, დავისაჯე ყოფილი შეყვარებულის გამო. მან იპოვა სახლი, სადაც ვცხოვრობთ. მანამდე ვუთხარი, სადაც ვიქნებოდით და მოვიდა. კარგა ხანი იყო ქვევით. მე რომ გადავიხედე, თავი ვერ შევიკავე და ველაპარაკე. მერე წერილი გადავუგდე. ორი წელი ვიყავი შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. მიზეზს ვერ ვიტყვი. ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოდის. არის ხელის შემშლელი ფაქტორები. ახლა ვმეგობრობთ. დაშორების მერე ყოველდღე ვნახულობდი და ერთად ვიყავით. ახლა ძალიან მენატრება. ის ორი წელი ერთად გავიზარდეთ, ერთად ვმსჯელობდით, განვიხილავდით თემებს. მასთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში ადამიანთან მიდგომა. პროექტში შემოსვლამდე მომცა რჩევა, მეკეთებინა ჩემი საქმე და არ ჩავრეულიყავი ინტრიგებში. მეკონტროლებინა ემოციები


კომენტარი შერიგებასთან დაკავშირებით
არ გამოვრიცხავ, შეიძლება შევრიგდეთ კიდეც. მთავარია, აქედან რომ გავალ, რა სიტუაცია დამხვდება. კიდევ იქნება თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები. თუ არადა, მეგობრებად დავრჩებით. 


სამი წელი ელენე ბარსაკოვას ჯგუფში ვცეკვავდი. ამაზე უარესი რეჟიმი მქონდა. დილიდან ღამემდე ვრეპეტიციობდით. იმდენად მიყვარდა ცეკვა, ამაზე პრეტენზია არ მქონია. ლენას დიდი მადლობა იმისთვის, რომ მან მასწავლა, როგორ მივუდგე საქმეს.


90 პროცენტით, ვის გამოც მინდა ბევრს მივაღწიო, დედაჩემია. მინდა ამაგი დავუფასო. ერთხელ მეგობრის შვილის წარმატებაზე საუბრობდა, შემომხედა და მეც მინდა ვიყო ბედნიერი დედაო, თქვა.


 ახლა ვიცი, რომ დედა ბედნიერია. მომწერა კიდეც, ახლა მართლა ვარ ბედნიერი დედაო. ის, რომ დედა ჩემით ამაყია, ჩემთვის დიდი სტიმულია. ავთანდილის ჩვენებაზე რომ მნახა და ჩემით ბედნიერი იყო, მე სულ ფრენა-ფრენით წამოვედი იქიდან. 

ორი უფროსი ძმა მყავს. მშობლები გაყრილები არიან. რვა წლის ვიყავი, რომ დაშორდნენ და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული  იყო. მაგრამ მაშინვე ვიცოდი, რომ ასე ჯობდა. ძმები მკაცრად მაკონტროლებენ. შეყვარებული რომ მყავდა იცოდნენ. მასთან მეგობრობენ კიდეც.  ჩემი ყოფილი შეყვარებული დედაჩემთანაც კარგად არის.


გამარჯვებისთვის ყველანაირ შანსს გამოვიყენებ. რაც არ უნდა დამავალონ, მზად ვარ ყველაფრის შესასრულებლად. ფოტოსესიისთვის სხეული მოგვიხატეს, წელსზევით შიშვლები ვიყავით. ფოტოები ხელოვნებაა. ნახატივით აღვიქვამ. არ გამჭირვებია.


შეყვარებულისა და ძმების რეაქციები ამ თემაზე არ ვიცი. ვნერვიულობ, მაგრამ იმედია, გამიგებენ. ვიცი, რომ დედა მხარში მიდგას. 


შემოიყვანეს სამმეტრიანი პითონი და შემოგვახვიეს. პანიკიორი არ ვარ, მაგრამ ამხელა გველის დანახვამ პანიკაში ჩამაგდო. ტირილი დავიწყე, დამამშვიდებელი დამალევინეს, კარგა ხანს მოვთქვამდი. მერე იქვე კამერასთან ვთქვი, ლომთან გალიაში რომ შემაგდოთ ფოტოსესიისთვის თუ საჭიროა, გავაკეთებ-მეთქი და გველი დავიხვიე. ფოტოგრაფს თვალებში ვუყურებდი, თან ისეთი სახე უნდა მქონოდა თითქოს გველთან ვკონტაქტობდი. ძალიან ამაყი ვიყავი, ვამბობდი, ძალიან მაგარი ვარ.


აქ რომ მოვდიოდი, მზად ვიყავი  იმისთვის, რომ თუ თამამი არ ვიქნებოდი, უკან დახევა გამოვიდოდა. ისეთი კონკურენციაა, კომპლექსიან მოდელს არავინ აიყვანს. 


შანსი ყველას გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამეულში მოვხვდე. ძალიან მინდა ლონდონში წასვლა. თუმცა მთავარია,  მე ჩემს თავს და ხალხს დავუმტკიცე, რომ მე შემიძლია! 









Комментариев нет:

Отправить комментарий