თაკო თალაკვაძე (მანდარია)

ფოტოსესია "პორტრეტები"
დაბადების თარიღი:   17/03/1990 
სიმაღლე:   175 სმ. 
გარშემოწერილობები:   84/68/93 
თმის ფერი:   წაბლისფერი 
თვალის ფერი:   მუქი მწვანე 
ტანსაცმლის ზომა:   
ტერფის ზომა:   39 
ფოტოსესია "ავთნდილის" ტანისამოსში
თაკო თვლის, რომ პირველ რიგში რეალურ შოუში საკუთარი თავის კონკურენტი იქნება. თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ძალიან გაუჭირდება შვილის დატოვება. მისი ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ შვილის გაჩენას უკავშირდება. თაკოს ნება რომ იყოს, რამდენიმე კილოგრამს დაიკლებდა. 
ფოტოსესია "სპორტი"
არის მიზანდასახული და დარწმუნებული, რომ ეს თვისება ყველაზე მეტად დაეხმარება პროექტში მონაწილეობის დროს.

ფოტოსესია "ბოდი არტი"
 მისი მისაბაძი და ფავორიტი მოდელი ჟიზელია, მისი კერპი კი-ჩე გევარა. ოცნებობს რომ გახდეს მოდელი და საქართველოს ფარგლებს გარეთ იცხოვროს.


პრაიმ თაიმის მიერ შეფასებული თაკო :-თაკო თალაკვაძე „ტოპ გოგოს“ ერთ-ერთი მშვიდი და ლამაზი მონაწილეა. მას კონკურენტი „ტოპ გოგოები“ მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ. თვითონ თვლის, რომ იტალიელ მსახიობს მხოლოდ ფოტოებზე ჰგავს. თაკო 22 წლისაა. უკვე განქორწინებაც მოასწრო. ჰყავს ორი წლის შვილი, თეკლა. თალაკვაძე ყოფილი ქმრის გვარია. თვითონ მანდარიაა. პროექტში ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული და მიზანდასახული გოგოა. ოთხი კილო დაიკლო. კონფლიქტებში არ ერევა და თავის თავზე მაქსიმალურად მუშაობს. რენატამ, გასულ კვირას, ინტერვიუში დამისახელა სამეული, ვინც, მისი აზრით, ყველაზე მეტად მონდომებულია პროექტში და ვისაც ის ლონდონში „ხედავს“, მათ შორის „მოხვდა“ თაკო.  „თაკო მანდარია, ყველაზე, ყველაზე ძალიან მიყვარხარო“




თაკო თალაკვაძე: -18 წლის გავთხოვდი, ორ თვეში გავხდი 19-ის. უჩვეულო იყო ჩემი და ბაჩოს სიყვარულის ისტორია. 28 ნოემბერს გავიცანი და 18 დეკემბერს გავიპარეთ. ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო. სხვაზე რომ ვიგებდი მსგავს ამბავს, არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა.


მე დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე და ჯგუფელებთან ერთად  ჩემი კოლექციის ჩვენება მქონდა. ჩვენების შემდეგ ფართი იყო. უცებ, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ყველაფერი გაჩერდა და გაისმა ბაჩოს ხმა - „თაკო მანდარია, ყველაზე, ყველაზე ძალიან მიყვარხარ“. იმ დღის გაცნობილი მყავდა, თურმე, უკვე ვუყვარდი. გილოცავთო, ატყდა ტაში, სტვენა. ამ ფაქტით, მისი ქცევით, სიურპრიზებით გავგიჟდი და გადავირიე. განსხვავებული ტიპი იყო. რა დამემართა, თვითონაც არ ვიცი. ხშირად ვსეირნობდით... ერთხელაც, მორიგი გასეირნების დროს, თანახმა ხარ თუ არა ცოლად გამომყვეო, მკითხა და ამ სეირნობა სეირნობაში თავი ბაჩოს სოფელში ამოვყავით. ჩავედით ნანიანში, კახეთში


რა თქმა უნდა, მშობლები ამ ასაკში ჩემს გათხოვებას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. მერე ჯვარი დავიწერეთ და ქორწილიც გვქონდა. 


თაკო მის სვილზე თეკლაზე საუბრობს :)))
„თეკლა მალევე შემეძინა. მისი გაჩენა დეტალურად მახსოვს. ექთანი შემოვიდა, გინდა გაჩვენო შენი შვილიო? მეგონა ძალიან ლამაზი იქნებოდა, მაგრამ არ მომეწონა. წითელი იყო, დაჭყეტილი თვალები ჰქონდა. ღამეებს ვათენებდი, თვითონ ვზრდიდი. ამ დროს დედა მეხმარებოდა, მაგრამ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რომ არ მომევლო. სულ ჩემთან იწვა. ღამით ჩემთან თუ არ იყო, გული ცუდად მქონდა,  ძალიან შემცვალა შვილმა. დამთმობი, მზრუნველი გავხდი. ვერ ვძლებდი მის გარეშე. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა პროექტში თეკლას გარეშე როგორ ვარ. პირველ ხანებში ძალიან მიჭირდა. ბალიშის ქვეშ ვტიროდი. დაქალმა გამაფრთხილა, თეკლაკო რომ გაგახსენდება ტირილი არ დაიწყოო. ხან „თაკოს“ მეძახის, ხან „დედას“. 

პროექტში ყოფნისას მხოლოდ ერთხელ ნახა თკომ თეკლა ავთანდილის კაბების ჩვენების დროს ))

თაკო განქორწინების მიზეს არ ასსახელებს 
„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და 
დავშორდით“ 
„მე და ბაჩომ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად. როგორც აღმოჩნდა,  ჩვენი ქორწინება ნაადრევი იყო და დავშორდით. იყო მიზეზი. ამ თემაზე ვერ ვსაუბრობ. ძალიან მიჭირს“. 



ამბობს, რომ არ უღლატია :)) ~
არასდროს ვლაპარაკობ. უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი, ვუგებდით და ისეთ სიგიჟეებს ვაკეთებდით, რისი წარმოდგენაც უჭირდათ ხოლმე. თავისუფლად  ვცხოვრობდით, უკომპლექსოდ. არ ვეჭვიანობდით. მაგრამ მერე ასე მოხდა. ძალიან მეტკინა გული. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და  ჩემი ინიციატივით დავშორდით. ასე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. წყენამ გამიარა, ახლა არ ვარ დამძიმებული. 


მქონდა დეპრესია. რამდენიმე თვე გაგრძელდა. სახლიდან გასვლის სურვილი არ მქონია. უსაზღვროდ გულნატკენი ვიყავი. მერე პირიქით დამემართა, სახლში ყოფნა აღარ მინდოდა. მდგომარეობიდან დედამ და მეგობრებმა გამომიყვანეს. მამა  ბარსელონაშია და იქიდან მეხმარება. ჯერ მასთან ჩასვლა ვერ მოვახერხე.

ქორწინეის შემდეგმიიღო გამოცდილება,რომ:-
ადამიანების ადვილად აღარ მჯერა. ვცნობ, ვინ როგორია.


ჩემი პროფესიით ახლოს ვარ ამ სფეროსთან. მოდელად თავს კარგად ვგრძნობ. მეგობარი მყავს ფოტოგრაფი და დილიდან ღამემდე მქონია ფოტოგადაღებები. ვვითარდები, ვსწალობ. ჩემი უდიდესი ოცნებაა, მოდელი ვიყო. ძალიან მინდა, გამარჯვება. თუმცა მთელი სულითა და გულით მივულოცავ მას, ვინც გაიმარჯვებს.


როექტში შემოსვლის დღიდან გადართული ვარ მხოლოდ მოდელობაზე. ადრე ვწვებოდი, ადრე ვდგებოდი. თავს ვარიდებდი წესის დარღვევას. ახლა, ცოტანი რომ ვრჩებით, უფრო ვახერხებთ ერთმანეთთან ჭორაობას. ჩემს თავზე მაქსიმალურად ვმუშაობ. 


ადრე ქუსლიანი ფეხსაცმლით რომ გამევლო, გვერდით მეგობარი უნდა მყოლოდა. ახლა ქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვასაც კი ვსწავლობ.


1,ყველა კონკურენტია, ჩემი თავის ჩათვლით. 
2,ქალს თავისი საქმე და პროფესია ყოველთვის უნდა ჰქონდეს. 
3,ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც გვერდით მყავს
პროექტიდან გასვლისას პირველი:-
შვილს ჩავეხუტები, ერთად ავიბარგებით და ხან სად წავალთ და ხან - სად. მეგობრები მელოდებიან. დავუბარე, დასასვენებლად არსად არ წახვიდეთ, სანამ მე არ გამოვალ-მეთქი. ასე იხარშებიან და მე მელოდებიან. ყოველდღე თეკლასთან ერთად არიან. იმაზე მეტს აკეთებენ ჩემთვის, ვიდრე ჩვეულებრივ დაქალებს შეუძლიათ გააკეთონ.

თაკო ფეისბუქზე თალაკვაძეთი არაა დარეგისტრილებული ის მანდარიათიაა:))))


თაკოს ფანების მიერ შექმნილი გვერდი კი 1060 ლაიქამდეა ასულ რაც  ყველაზე მეტია ტოპ გოგოებში :))


ასევე თაკოს სურათები უამრავ საიტზე დევს ესნი არიან ინტერმედია .ჯი ენფელ.ჯე გოგონა.ჯი და ფორუმ.ჯე




თაკო ექიმთან 













Комментариев нет:

Отправить комментарий