გამარჯობა , და როგორც ხვდებით კვლავ დაგიბრუნდით განახლებული დიზაინით :) თუმცა ბლოგის იდეა და ძირითადი სტრუქტურა არ შეცვლილა ვსაუბრობთ ყველაფერზე და განსაკუთრებულად უცხოურ შოუ ბიზზე :)
ბლოგი უფრო აქტუალური ხდება ამიტომაც დატვურთული ვარ ბევრი ახალი აზრებით და იდეებით :)
ზოგადად ძალიან მიყვარს ტელე-სერიალები თუმცა არა ესპანური, ბრაზილიური და თურქული :) არამედ ამერიკული,ინგლისური ან ფრანგული სერიალები რომლის მთავარი სათქმელი არ არის , რომ ყველა ქალი ჭორიკანაა და ცხოვრებაში მთავრი ბევრი ფული და სიყვარულია :D ამიტომ კვირაში ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას სერიალების შესახებ რომლებსაც მე ვუყურე და გირჩიოთ ან არ გირჩიოთ ამ სერიალის ყურება ! ერთი სიტყვით რუბრიკა კვირის სერიალი ! The TVshow of week )
და პირველი სერიალი ჩემ ტოპ 5-ში მე-3 ადგილს იკავებს. ეს არის სერიალი "შურისძიება" "revenge"
ამერიკული ტელე-სერიალი, რომელიც პირველად 2011 წელს გამოჩნდა ეკრანებზე მაიკლ კელის დამსახურებით ის არის ამ სერიალის სულის ჩამდგმელი სერიალი ყოველ კვირას ABC-ს ეთერში გადის :)
 |
WHAT GOES AROUND COMES AROUND |
რომ დავიწყო ფილმის მარკეტინგულ თუ სხა მოსაწყენ თემბზე საუბარი უინტერესო იქნება , იქიდან გამომდინარე , რომ ფილმის გადაღება ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა მისი რეიტინგი არ იყო სახარბიელო თუმცა არც საშინელი. ფილმა გარკვეულ ნაწილზე დიდი გავლენაც კი იქონია მაგალითად ჩემზე :)
ფილმის მთავარი გმირი გოგონაა რომელიც მამამის სახელზე შურისძიებას იწყებს იგი საკმაოდ მაღალ და გავლენიან საზოგადოებას უპირისპირდება თუმცა ძალიან ჭკვიანურად რადგანაც თვითონაც ამ საზოგადოების ნაწილი ხდება.
ემილი თორნი ამ სახელს ეფარაბე ამანდა კლარკი :)
არ მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილოთ ამიტომ ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან რთული იქნება , ამიტომ შორიდან დავიწყოთ გრეისონები ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ხალხი მთელ ამერიკაში , რომლებიც ჰემტონში ცხოვრობენ , მათ არაფერი არ აშინებთ უფრო სწორედ შეიძლება ითქვას ყველაფერი აშინებთ და ყველას გზიდან იშორიებენ :)
თუმცა ძნელია თქვა, რომ ყველა მათგანი ცუდი პიროვენება დავიწყოთ ეშმაკუნათი რომელსაც აცვია პრადა :) ვიქტორია გრეისონი - ქალი რომელიც 20 წელზე მეტია უსიყვარულო ქორწინებაშია, მხლოდ ფულის გამო :)თუმცა მისი ცხოვრება სულ არ იყო მდიდრული იგი დედასთან იზრდებოად რომელსაც მიდრეკილება ქონდა კაცებისკენ ამიტომ როგორც იტყვიან "კვიცი გვარზე ხტისო" ამ ფრაზას კიდევ ბევრჯერ გაიგებთ :) და 15წლის ვიქტორია ორსულიც კი დარჩა თუმცა ეს მის დიდ საიდუმლოდ რჩება რომელსაც 3 სეზონის მიწურლს ახდება ფარდა.
 |
Actress - Medeliene Stowe
|
ალბათ გაინტერესებთ ესეთი გოგონა როგორ მოხვდა ასეთ ელიტარულ საზოგადოებაში :) იგი ძალიან მოხიბლული იყო ხელოვნებით და გაჭირვებით დაამთავრა ხელოვნების კოლეჯი სადაც ხელოვნობამცოდნეობას დაეუფლა, დამთავრების შემდეგ სარანგეთში გაემგზავრა და გალერეაში გაიცნო მილიონერი პასკალი ლე მარშალი და დაიწყო მათი დიდი სიყვარული და ამ დროს ვიქტორიამ გაიცნო ამერიკელი კონრად გრეისონი , ვიზის გამო ვიქტორია ამერიკას უბრუნდება და ფაქტები ცნობილი არაა როგორ ხდება იგი მისის გრეისონი ცნობილია მხლოდ ის , რომ მას უყვარდება დევიდ კლარკი რომელიც მან უმოწყალოდ გაყიდა ამაზე კი მოგვიანებით . |
 |
Actress - Medeliene Stowe |
ალბათ მიხვდით , რომ ვიქტორია არ არის კარგი ადამიანი, უფრო მეტიც მთელი სამი სეზონის განმავლობაში მას შხამიან გველს ვეძახდი არა ნაკლებად შხამიანია მისი მეუღლე მისტერ ურჩუხული კონრად გრეისონი :)
 |
Henry Czerny |
კონრადს ძალიან უყვარდა ვიქტორია თუმცა ისიც იცოდა, რომ მას მისი კომპანიონი დევიდ კლარკი უყვარდა და მათ დიდი სასიყვარული ისტორიები აკავშირებდათ ერთმანეთთან, თუმცა არც კონრადი იყო მარტო იგი კარგი მექალთანეც იყო კი არა და არის . მას ძალიან ბინძური წარსული აქვს და მისი შავი საქმეებით ძალიან ბევრი ხალხი დაღუპა იგი მის კავშირებს იყენბდა და ასე იცილებდა ხალხს გზიდან ერთ-ერთი მათგანი იყო უდანაშაულო ვიქტორიას საყვარელი დევიდ კლარკი , მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ამ ყველაფერში ვიქტორიაც იყო ჩართული :)
 |
Henry Czerny |
შემდეგი გრეისონების ოჯახის წარმომადგენელია არის დენიელი ვიქოტორიას და გრეისონის საერთო შვილი დენიელი თავიდან ერთი კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს და გაგიკვირდებათ გველთა ოჯახში საიდან ასეთი მამა აბრამის ბატკანი , თუმცა მესამე სეზონში მის წარსულზეც ბევრს გაიგებთ და მის ნამდვილ სახეს "კვიცი გვარზე ხტისო " და ისიც ნამდვილი გრეისონი გახდა .
 |
Joshua Bowman |
იგი მოხიბლული რჩემა ემილითი მთავარი გმირით და ისინი ინიშენბიან კიდეხ სამი სეზონის განმალობაში ორჯერაც კი :)თუმცა მათი ურთიერთობა ფარსია რადგანაც ემილი მას მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს , შემდგომ დენიელს ძველი სიყვარული უბრუნდება ერთიდიტყვით მათი ურთიერთობა დიდი კრახით მთავრდება რაც ძალიან საინტერესოა მესამე სეზონში ერთერთი ყველაზე
განვითარებული ხაზი :)
გრეისონების ოჯახში ერთი ნათელი წერტილია მხოლოდ შარლოტა და ალბათ იმიტომ, რომ იგი გრეისონი არ არის , ეს ვიქტორიას და დევიდის სიყვარულის ნაყოფია :) თუმცა აქ კონრადის გრძნობები ნამდვილად გულწრფელია მას ძალიან უყვარს შარლოტა როგორც შვილი და მას ზრდიდა ისე როგორც საკუთარ შვილს :)რა თქმა უნდა შარლოტამ არ იცოდა სიმართლე მამამისის შესახებ თუმცა ყველაფერს იგებს და მამამისის გვარსაც იღებს :) ახლა კი რთულად გვაქვს საქმე არ ვიცი როგორ აგიხსნათ ამიტომ ბოლოსთვის შემოვიტოვებ :)
 |
Christa Allan |
სერიალის დასაწყისში შარლოტა ძალიან მსუბუქ , დაუცველი ,უსუსური გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს ალბათ იმიტომ, რომ ეს ასეა მაგრამ შემდგომში ის ძალიან ძლიერ ქალად ყალიბდება და ერთ-ერთი დადებითი პერსონაჟი ხდება . მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა მან დაკარგა საყვარელი ადამიანი , ორსულობის დროს ბავში :( ეს ყველაფერი კი მისი ოჯახის გამო ამ ყველაფერს თავში კონრადი ედგა მას არ სურდა ქალიშვილისთვის ზარალის მიყენება ეს მხოლოდ თავისი თავდაცვის გამო გააკეთა , თუმცა მას ეს არ ამართლებს :)
 |
Christa Allan |
გრეისონებს უმშვენიერესი , უზარმაზარი სახლი აქვთ გთავაზობთ ფოტოებს :)
ამანდა კლარკი ან ემილი თორნი ან კი პირიქით ემელი თორნი - ამანდა კლარკიმ
მთავარი პერსონაჟის ნამდვილი სახელი არის ამანადა იგი ემილის ციხეში გაიცნობს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამანდა შურისძიებას იწყებს ამისთვის კი სახელი უნდა შეიცვალოს ამიტომ გოგონები ერთმანეთში იცვლებიან ამანდა კლარკი ხდება - ემილი თორნი ხოლო ემილი - ამანდა . ციხიდან გამოსვლის შემდეგ ემილი (ყოფილი ამანდა) საკმაოდ მდიდარი ხდება რადგანაც მამამისმა მას ბევრი ფული დაუტოვა ხოლო ამანდა კი სტრიპტიზიორი ხდება და საკმაოდ ცუდად ცხოვრობს .
 |
Margarita Levieva |
თუმცა ამანდა ცუდ დღეში ვარდება რადგანაც მას ძებნას უწყებენ აინტერესებთ რას შვება დევიდის ქალიშვილი :) ამანდა ბრუნდება ეცნობა ყველას მის დასაც შარლოტასაც ეხმარება ემილის ემილი კი მას :) შემდეგ ამანდა თხოვდება ჯეკ პორტერზე და შვილიც უჩნდებათ და კონრადი ამანდასაც კლავს :(
 |
Margarita Levieva
შემდეგი პერსონაჟი ჯეკ პორტერია იგი ემილის (ამანდა) ბავშვობის მეგობარია , მათ სულ ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდათ . ჯეკს, მის მამას და ძმას ჰემპტონში ბარი აქვთ და მთელი ძალებით ჩაბმული არიან ამ ყველაფეში. ცოტა ხანში ჯეკი მამას კარგავს და ცოტა ხანში კონრადის გამო ძმასაც (შარლოტას შეყვარებულს ) . |
 |
Nick Wechesler |
ჯეკს მალე ამანდა უყვარდება და მას ცოლად ირთავს უჩნდებათ უსაყვარლესი ბავშვი კარლოსი და მალე ამანდაც კონრადის გამო კვდება . ჯეკი მარტო ბავშთნ ერთდ ბარში რჩება . იგი ბოომდე განადგურებულია . თუმცა მესამე სეზონში იგი ემილის შურისძიებაში ეხმარება .
 |
Nick Wechesler |
და დადგა დრო მთავარი პერსონაჟისა ემილი თორნი ან ამანდა კლარკი ვფიქრობ, რომ მისი ისტორია ღრმა წარსულიდან უნდა დავიწყოთ :)
.jpg) |
Emily Alyn Lind |
პატარა გოგონა რომელსაც დედა აღარ ყავდა და უზომოდ უყვარდა მისი კეთლი მამიკო თუმცა 9 წლის ასაკში ყურებამდე შეიარაღებულმა პოლიციელებმა ჯერ მამისი და შემდეგ ის წიაყვანეს კოლონიაში ვიქტორიას მოსყიდვით მთელი ბავშვობა მას არწმუნებდენენ , რომ მამამისი ტერორისტი , კრიმინალი და ხალხის დიდი მტერია სწორედ ასე ბავშვუ ჩანერგეს მამის სიძულვილი 18 წლის შემდეგ იგი ციხეს ტოვებს მას კი მამამის მეგობარი გადაცემს ყუთს სადაც ყველაფერი წერია დღიურები რომელშიც მამასი ყოველ დღეს აუსახავდა და უწერდა აბსოლიტურად ყველაფერს და მაშინ ემილიმ გადაწყვიტა შურისძიება .
 |
Emily Irene VanCamp |
ემილი და მამასი ცხოვრობდნენ გრეისონების სამეზობლოდ სახლში ზღვის პირას , ემილი დიდი ხანი ემზადებოდა შურისძიებისთვის და უკვე კარგად ჩამოყალიბებული გოგონა უბრენდება ჰემპტონს და იბრუნებს სახლს რომელშიც გაიზარდა , როდესაც ის პატარა იყო მამამისმა ამ სახლის აივანის მოაჯირებზე ამოტიფრა ორმაგი უსასრულობის ნიშანი და ემილის უთხრა "ორმაგი უსასრულობა" - "მოგზაურობა რომელსაც არ გააჩნია დასასრული " ეს ნიშანი გადაიქცა ემილის ცხოვრებისეულ ნიშად მის ყუთსაც კი ეს ნიშნი აქვს და შემდეგ მას ტატუც აქვს ამ ნაშანით
 |
Emily Irene VanCamp |
ემილი საკმაოდ ძლიერი პერსონაჟი არის და მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს იძიოს შური . იგი ეუფლებოდა შურისძიების ხელოვნებას ამ სასწავლებელში გაიცნო მისი მეორე ნახევარი და მათ საკმაოდ კარგი სამომავლო გეგმები აქვთ თუმცა აქ ყველაფერს გრეისონები აფუჩჭებენ . ასევე ემილიში იღვიძებენ ძველი ბავშვური გრძნობები ჯეკ პორტერთან მიმართებაში და არა მხოლოდ ემილის მხრიდან .
 |
Emily Irene VanCamp |
ემილის სურს შური იძიოს არა მხოლოდ გრეისონებზე არამედ ყველაზე ვისაც ოდნავი წვილი მაინც მიუძღვის მისი მამისი უდანაშაულოდ დასჯაში ! თუმცა ყველაზე მწარედ მას გრეისონების დასჯა აქვს გადაწყვეტილი. ამაში კი დენიელსაც იყენებს და უკვე გითხარით , რომ ისინი ინიშენბიან ორჯერ მერე ქორწინდებიან თუმცა ამას არ მოგიყვებით უნდა უყუროთ!!!
 |
Emily Irene VanCamp
ემილი რათქმა უნდა მარტო ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა , თუმცა ის ამას არ აღიერებს მას ყველაფერი დამოუკიდებლათ სურს გააკეთოს ,თუმცა მას გვერდში უდგას მამამისის მეგობარი ნოლან როსი , რომელიც გრეისონებზე მდიდარია თუმცა ის ამით არ ტრაბახობს და ა.შ იგი არის კომპიუტერული გენია , ხაკერი რომელიც ძალიან , ძალიან ეხმარება ემილის:) |
 |
Gabriel Mann
ისინი ძალიან მაგარი გუნდი არიან ისინი ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს .
ნოლანზე არაფერი არ შემიძლია ვთქვა.დევიდ კლარკმა მასში დაინახა ნიჭი და დაეხმარა მას აეწყო მისი წარმატებული კარიერა. მესამე სეზონში კი მასზე ვიგებთო , რომ იგი ჰომოსექსუალია . და არც მეტი არც ნაკლები მისი რჩეული ხდება ვიქტორია გრეისონის 15 წლის ასაკში გაჩენილი ვაჟი :( |
 |
Gabriel Mann |
ემილი თორნის სიყვარული ეიდენ მატისი რომელიც სასწავლებელში გაიცნო ეიდენი ძალიან გავს ემილის რაგდან მას უნდა შური იძიოს მისი დის სახელზე , რომელიც გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს შემდეგ კი გებულობს , რომ მისი მამა რომელმლზეც ეგონა , რომ თავი მოიკლა თუმცა კი ის განზრახ მოკლეს :(
ეითენს და ემილის ძალიან უყვარს ერთმანეთი და მათ უმშვენიერესი სამომავლოგემები აქტ მათი შურის ძიების შემდეგ :) თუმცა მას შემდეგ ვიქტორია მას კლავს სიმართლე გითხრათ ეითენი ძალიან ამოუცნობი პერსონაჟი არის
და დევიდ კლარკის დროც მოვიდა ! დევიდი ძალიან კარგი და დადებითი პერსონაჟია . თუმცა მას მიაწერენ სტატუს "ხალხის მტერი" მას აბრალებენ, რომ მოაწყო ტერაქტი და ააფეთქა თვითფრინავი რომლის ბორდზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა და ასევე სხვა და სხვა პატარა დანაშაულებებს და ამის გამო მას სასიცოცხლო განაჩენი გამოუტანეს .
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი მესამე სეზონის ბოლო სერია ნამდვილი სიურპრიზია !
მართლაც, რომ საინტერესო სტაფია და მინდა გახაროთ , რომ ემილის ყველაფერი გამოუვა 2014 წლის სექტემბერში კი სერიალის მე-4 სეზონს ველოდებით
მინდა გითხრათ და გირჩიოთ , რომ უყუროთ ამ სერიალს საუკეთესოა თავის ჟანრში!
სერიალი საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თურქეთში , იმდენად პოპულარული , რომ მათ მათი ვერსიაც გადაიღეს რომელსაც "ინტიკამ " ქვია .