მექანიკური ფორთოხალი !

მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამა თუ იმ წიგნის შესახებ :) მაშ ასე  ახალი რუბრიკა The book of week !  და ეს არის ანტონ ბერჯერსის 'მექანიკური ფორთოხალი' . ამ ზაფხულის წავიკითხე და ძალიან მომეწონა სხვათა შორის ამ წიგნზე ძალიან ბევრი ალაპარაკდა და თითქმის ყველასგან დადებითი შეფასებაც მიიღო.
~
როგორც თითქმის ყველა ბესტსელერი არის ეკრანიზებული , ასევე არის ფილმი ' მექანიკური ფორთოხალი ' რომელიც ერთი პერიოდია აკრძალული იყო ინგლისში და სხვა ბევრ ქვეყნებში , ფსიქოლოგების აზრით ეს იყო ცუდი მაგალითი იმ დროინდელი ახალგაზრდობისთვის და ისინი მართალიც იყვნენ. სხავათა შორის ეს ერთერთი ის გამონაკლისია როდესაც ფილმი და წიგნი ერთ დონეზე მაგარია , ფილმის ყურებისას მძაფრი ემოციები გეფლება ცოტა განსხვავებული და გაუგებარი.

და საერთოდ ამ წიგნის წაკითხვისას აბსოლიტურ გაურკვევლობაში ხარ , უბრალოდ შეშინებული , გაოგნებული და დაბნეული . 
უდაოდ ძალიან მაგარი და საინტერესოდ არის მოთხრებილი თითოეული მონაკვეთი ! 
წიგნში ბევრი ირონიაა და ასევე ბევრი ჟარგონული სიტყვები .
   ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ,რომ ყველა ადამიანში არის პატარა ცუდიც და კარგი ,უბრალოდ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ კარგის გაღვივებაში და დავავიწყოთ ცუდი ! ჩვენ ერთანეთშ უნდა ამოვუდგეთ ! ყველაზე უკუნეთშიც კი შეიძლება ვიპოვე პაწუწა სინათლის სხივი !


p.s  მე წაკითხული მაქვს 49 წიგნში შეტანილი წიგნი , ზუსტად არ მახსოვს თუ ვინ თარგმნა . გაითვალისწინეთ რომ საქართელოში 3 გვარი თარგმანია .

Комментариев нет:

Отправить комментарий