ნაწნავის ამ ტიპის სახელი სულ ახლახანს გავიგე, იქამდე “აი, რაღაცნაირი ნაწნავი როა”-ს ვეძახდი : )) მოკლედ, თმის წვნის სახეობა, რომელიც ძალიან მომწონდა  რამდენჯერაც ვხედავდი

სულ მეგონა, რომ ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ამოვხსენი პრინციპი.
 სახლში მივედი და youtube-ზე უნდა მენახა ტუტორიალი!  დღეს დილით მოვიყვანე სისრულეში და აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივია- ერთი მიხვედრა, პირველი ცდა და მერე სტანდარტულ ნაწნავზე ადვილიც კი გეჩვენება : ))
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ctkXA4V0zTg#!
სქემატურად ასე გამოიყურება (მაგრამ ვიდეოთი უფრო მარტივია მიხვედრა):

Bera- “hip-hop ვალსი”, კლიპის პრემიერ



ცოტა ვრცელი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა იმის ასახსნელად, თუ რატომ ვარ კმაყოფილი ბერას ირგვლივ ატეხილი ბუმის გამო.ზოგადად, გადამეტებული ყველაფერი გაღიზიანებას იწვევს და ბევრს არ მოეწონა, რომ კატასტროფული სიჩქარით გაიზარდა ფეისბუქზე  გვერდის ლაიქერები…
პირველად, კლიპი რომ ვნახე (favorite things), მომეწონა- ძალიან ხარისხიანი იყო და ეტყობოდა ამერიკა. მართალია სიმღერა თვითონ არც ისეთი “სუპერ ვუპერ” არის, რომ mtv-ის რეიტინგები დაეპყრო, მაგრამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა ნამდვილად. მე გამიკვირდა, რომ კლიპზე იმდენად რეაქცია არ იყო.  მხოლოდ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გამოჩენის შემდეგ დაიძრა მთელი ეს აჟიოტაჟი- მას შემდეგ, რაც  “პიროვნება გაიცნეს”. and he’s really cute! ამის შემდეგ დაიწყო  მთავარი მოვლენები, ბუმის ტრადიციული ნიშნები- ავატარებზე მისი სურათების დაყენება, ბევრკოცნიანგულებიანი კომენტარები ფეისბუქზე, ფოტოშოპში  მის გვერდით თავის ჩასმა და ა.შ.
შესაბამისად, გამოხმაურებებიც იყო. წერდნენ ჟურნალებში (ეს ფეისბუქიდან ვიცი, თორემ ბეჭდურ მედიას არ ვწყალობ) და ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაშიც (ვეცადე მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფრით) იმასაც წერდნენ, რომ “მამამისის შვილობის” გამო აიტაცა ასე ყველამ, რაც ძალიან დიდი სისულელეა. შეყვარებული თინეიჯერი, ბერას რომ უყურებს და მის სურათებს ათვალიერებს, ეჭვი მეპარება მამამისი გაახსენდეს :D


მივედი კინოთეატრ რუსთაველში. დაგვხვდნენ ფანები მისი მაისურებით, ხელში მოსაწვევებით და აჟიტირებულები. ცოტა ვიხალისეთ (ნუ,ცოტა…) ამ სიტუაციაზე. ბერა რომ მოვიდა დაცვით და კივილი ატყდა განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ რომ ვთქვა დასაცინი რამე იყო მეთქი – არა. არც ნინო ჩხეიძეა და არც ბედინა, რომ გული გაგისკდეს ვინმე მისი ფანი რომ აღმოჩნდება. გულიც კი მიჩუყდებოდა რომ ეხუტებოდნენ ცრემლმორეულები :)))


კლიპის პრემიერაზე

ეს არის ბერას ახალი სიღერა hip hop ვალსი mp3
http://www.youtube.com/watch?v=ihh1Ipj4BIQ
ეს იყო VIP პრემიერა კლიპისა “Hip-Hop ვალსი”.  (კურიერ პ.ს.-ის რეპორტაჟი გადაღებების პროცესზე) ერთ-ერთ მცირე დარბაზში. თავიდან კითხვები დაუსვეს, უმღერეს, უკივლეს და ა.შ.  ძალიან დადებითი მუხტი აქვს ამ ბავშვს და მომკალით:)) გახარებული და ცოტა აღელვებულიც იყო.

ლოს ანჯელესის ცათამბჯენის სახურავზე რომ კლიპს გადაიღებ, თავისთავად, ამერიკული იქნება,მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი. მთავარია,რომ რეპი იყო ქართული და თან ამერიკული :Dქართული ტექსტები სულ ცუდად მხვდება ყურში მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურიც იგივენაირი ტექსტებია. განსაკუთრებით რეპი, მაინც ისეთი საკითხია…პირველივე მოსმენით/ნახვით იშვიათად ვიწონებ კლიპს- იმდენად აკვიატებადი თემა აქვს და რიტმიც დასამახსოვრებელი, მაშინვე ავმღერდით ყველა. არ ვიცი როდის აპირებს სინგლის გამოშვებას და კლიპის მასშტაბურ პრემიერას, მაგრამ მე ველოდები იმიტომ, რომ კიდევ მინდა ყურება :D
დიდი იმედი მაქვს კიდევ ბევრ რამეს გააკეთებს. საშუალება და რესურსი როცა არსებობს, მიზანმიმართულად ხარჯვას არაფერი ჯობია. მართალია უკონკურენტო იქნება ამ ბაზარზე ჩვენთან, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს. ასე რომ, ზემოთხსენებულ ზედმეტობას თუ არ ჩავთვლით, მე მგონი finally, გაჩნდა ისეთი ქართველი შოუბიზნესში მომუშავე,  ვისი ფანობაც არ ტეხავს.: )
ესეც საიტები (შავ ფონს თუ შეცვლიან, მთლად უკეთესი იქნება)
http://beraofficial.com/
http://bera.ge/

Gio's super blog

გიოს სუპერ ბლოგ ასე ჰქვია ჩემი კლასელი გიორგის ბლოგს მე ვესტუმრე მის საიტს და წავიკითხე ყველა პოსტები აქ ნახავთ უამრავი მომღერლის ბიოგრაფიას და საუკეთესო ნამუშევრებს მაგალითად  ჯესი ჯეი ბრუნო მარსი და ა.შ ასევე ნახავთ ბევრ საინტერესო რამეს გირჩევთ ესტუმროთ მის ბლოგს. http://giosuperblog.blogspot.com/

ბენსიმონები

ფერეად ფერად კეტები რომელმაც თინეიჯერების და არა მარტო მათი ყურადღბა მიიქცა ჯინსის გალერიაში ფასი 100-დან 300 ლარამდე მერყეობს...არსებობს რამდენიმე სახეობის ბენსიმონი ტენისი,ბალერინასი,სნეაკერსი და ა.შ

პირველი 4დე ფილმი



                             ჯაშუშები 4
პირველი 4 დე ფილმი რომელიც მოგივითხრობს და ძმის შესახებ რომელამაც უნდა შეაჩერონ ბოროტ მოქმედები და გადაირჩინონ მათი მშობლები  ფილმში თამაშობენ ანტონიო ბანდერასი ჯერიიმი პივენი, ჯესიკა ალბა,დენი ტრეხო,დერილ საბარა,ალექსა ვეგა, ტაიგერ დარპუ.

მოდა

მოდა სიტყვა რომელიც გოგონებისთვის ზალზე მნიშვნელოვანია მოდაზე მიძღვნილი დღესასწაული ან რამე თავყრილობა მათი დიდი სიამოვნება დიზაინერებთნ და კუწურიეებთან გაცნობა სასიამოვნო წუთები  და Prada-ს ჩანთა ცხოვრებისთვის მიძღვნილი ყველა წუთები რაც შეეხება ქუჩის მოდას ფეისბუქში თუ შეხვალთ ბევრის კედელზე ნახავთ  ახალ ალბომს  სახელით Fashion ან Streert fashion რათქმაუნდა ესეც განხილვის თემა გახდა. ზოგიერთი გოგო კი მოდას ყურადღებას არ აქცევს  ეს საშინელაბაა მაგრან მათ ეს სურს მაგალითდ ამ ჩანზე რომ რასგავსო იტყვის მერე ას რა უნდა უწუდო ანტი ფეშენის  გარდა ან ელექსანდრე მაქვინის ფეხსაცმელზე :)










ისე გაგეცინებათ მაგრამ მაქვინნის ორი თუ სამი ფეხსაცმელი მეც დავიწუნე  მაგრამ მართლა რას გავდა კარგი აბა თვითონ შეაფასეთ !:)

სოციალური ქსელი Yahoo

Yahoo არის ამერიკული კომპანია რომელიცსარგებლოვს დიდ პოპულარობას  საძიებო სისტემაში მას აქვს ასევე უმრავი სხვა სერვის ერთრი არის Yahoo mesenger და Yahoo mail!
   კომპანია შეიქმნა 1994 წელს დავიდ ფაილოს დაკვეთით.

სოციალური ქსელი FaceBook-ი

სოცია
ლური ქსელი FaceBook დაარსდა 2004 წელს ამ ვირტუალური სამყაროს დასაარსებლად იმუშავეს ჰარვარდის უნივერსიტეტის მოსწავლეებმა: მარკ ცუკერბერგომ,ედვარდ სავერინომ,დასტინ მოსკოვიცემ და კრის ხიუზომ. და  ისინი ამ საიტის გამო ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელები არიან.

თავიდან საიტს TheFacebook ეწოდა და ხელმისაწვდომი იყო  მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის შემდეგ ბოსტონში მერე კი ამერიკს ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო გაეგო რა არის სახისწიგნაკი.2006 წელს კი თუ თქვენი ასაკი აღემატებოდა 13 წელს შეგეძლოთ გამხდარიყავით სოციალური ქსელ სახისწიგნაკის ერთგული მეგობარი.
2010 წელს facebook-ში540 მილიონ ადამიანს წარმოადგენდა ხოლო 2011 წელის აპრილში 750 მილიონი მე კი ფეისბუქის  საუკეთოსო მეგობარი 2008 წელს გავხდი.