ნაწნავის ამ ტიპის სახელი სულ ახლახანს გავიგე, იქამდე “აი, რაღაცნაირი ნაწნავი როა”-ს ვეძახდი : )) მოკლედ, თმის წვნის სახეობა, რომელიც ძალიან მომწონდა  რამდენჯერაც ვხედავდი

სულ მეგონა, რომ ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ამოვხსენი პრინციპი.
 სახლში მივედი და youtube-ზე უნდა მენახა ტუტორიალი!  დღეს დილით მოვიყვანე სისრულეში და აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივია- ერთი მიხვედრა, პირველი ცდა და მერე სტანდარტულ ნაწნავზე ადვილიც კი გეჩვენება : ))
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ctkXA4V0zTg#!
სქემატურად ასე გამოიყურება (მაგრამ ვიდეოთი უფრო მარტივია მიხვედრა):

Комментариев нет:

Отправить комментарий