დღეს 24 ივნისია ვფიქრობ არაჩვეულებრივია დღეა მინდა გაცნობით თუ რა მოხდა 19 საუკუნიდან დღემდე ამ დღეს :)))  მაშ ასე ეს ისტორიული მოვლენების სია 
  • 1812 : ნაპოლეონის დიდი არმია მდინარე ნემანს ჰკვეთს და რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება.
  • 1821 : ვენესუელამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისგან.
  • 1859 : სოლფერინოს ბრძოლა – სარდინიამ და საფრანგეთმა დაამარცეს ავტრია სოლფერინოში, ჩრდ. იტალია.
  • 1894 : საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიური თამაშების ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარება.
  • 1901 : პაბლო პიკასოს ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა.
  • 1913 : საბერძნეთმა და სერბეთმა გააუქმეს ბულგარეთთან ალიანსი.
  • 1932 : სამხედრო გადატრიალებით დასრულდა სიამის მეფის აბსოლუტური ძალაუფლება.
  • 1934 : უკრაინის დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს.
  • 1935 : თბილისში მუშტაიდის ბაღში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა.
  • 1940 : საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო.
  • 1945 : მოსკოვის გამარჯვების პარადი.
  • 1948 : ბერლინის ბლოკადა დაიწყო -- სსრ კავშირმა აკრძალა მიმოსვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის.
  • 1951 : ამერიკულმა ტელეარხმა CBS დაიწყო პირველი კომერციული ფერადი ტელეგადაცემები.
  • 1963 : ბიბისის ტელესტუდიაში პირველად მოახდინეს საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონის დემონსტრაცია.
  • 1981 : გაიხსნა ჰამბერის ხიდი იორკშირსა და ლინკოლნშირს შორის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ერთფრთიანი დაკიდული ხიდი მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
  • 1992 : რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა სოჭში ხელს აწერენ „შეთანხმებას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“.
  • 1992 : სამხედრო გადატრიალების გზით დამხობილი ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა აიღეს თბილისის სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი, თუმცა დამარცხდნენ.
  • 2004 : ნიუ–იორკში სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
  • 2008 : ნასამ დაადასტურა, რომ ფენიქსის მიერ მარსზე გათხრისას აღმოჩენილი თეთრი ლაქები ყინული იყო.
  • 2010 : ჯულია გილარდი ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა.

 24 ივნის კი დაბადებულები არიან :))

ასევე ამ დღესაა დაბადებული ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავი 
  • 1987 : ლიონელ მესი - არგენტინელი ფეხბურთელი
  • 1905 : ხეილ ჯოჯრჯია- ბრიტანე მსახიობი

   24 ივნისს კი გარცაიცვალნენ :((

1908 : კლივლენდი, გროვერ - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. (დ.1837)

Комментариев нет:

Отправить комментарий