მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამა თუ იმ წიგნის შესახებ :) მაშ ასე ახალი რუბრიკა The book of week ! და ეს არის ანტონ ბერჯერსის 'მექანიკური ფორთოხალი' . ამ ზაფხულის წავიკითხე და ძალიან მომეწონა სხვათა შორის ამ წიგნზე ძალიან ბევრი ალაპარაკდა და თითქმის ყველასგან დადებითი შეფასებაც მიიღო.
როგორც თითქმის ყველა ბესტსელერი არის ეკრანიზებული , ასევე არის ფილმი ' მექანიკური ფორთოხალი ' რომელიც ერთი პერიოდია აკრძალული იყო ინგლისში და სხვა ბევრ ქვეყნებში , ფსიქოლოგების აზრით ეს იყო ცუდი მაგალითი იმ დროინდელი ახალგაზრდობისთვის და ისინი მართალიც იყვნენ. სხავათა შორის ეს ერთერთი ის გამონაკლისია როდესაც ფილმი და წიგნი ერთ დონეზე მაგარია , ფილმის ყურებისას მძაფრი ემოციები გეფლება ცოტა განსხვავებული და გაუგებარი.
და საერთოდ ამ წიგნის წაკითხვისას აბსოლიტურ გაურკვევლობაში ხარ , უბრალოდ შეშინებული , გაოგნებული და დაბნეული .
უდაოდ ძალიან მაგარი და საინტერესოდ არის მოთხრებილი თითოეული მონაკვეთი !
წიგნში ბევრი ირონიაა და ასევე ბევრი ჟარგონული სიტყვები .ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ,რომ ყველა ადამიანში არის პატარა ცუდიც და კარგი ,უბრალოდ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ კარგის გაღვივებაში და დავავიწყოთ ცუდი ! ჩვენ ერთანეთშ უნდა ამოვუდგეთ ! ყველაზე უკუნეთშიც კი შეიძლება ვიპოვე პაწუწა სინათლის სხივი !
p.s მე წაკითხული მაქვს 49 წიგნში შეტანილი წიგნი , ზუსტად არ მახსოვს თუ ვინ თარგმნა . გაითვალისწინეთ რომ საქართელოში 3 გვარი თარგმანია .