!!! PARIS !!!
ბოლო დროს რასაც ვაკვირდები ჩემმა ბლოგმა აქცენტი ''პარიზზე'' გადაიტანა რატომ? ამას თან ბევრი რამ ახლავს მაგრამ მთავარი 1.მომხიბვლელი გარეგნობა შეიძლება დამცინოთ მაგრამ რა იმალება ეფელის კოშკის უკან ????? პარიზის ისტორია ........
                         
პარიზი ) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” , პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.



მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

ეს ზოგადად პარიზზე ეხლა კი მისი ისტორია,კულტურა და ტრანსპორტი



პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები,ფორუმიტაძრებითეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.
ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის I-ის სამეფოს დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი დასააბატო.


პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტიკოლეჟ-დე-ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია — დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.
პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენისგიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ვიქტორ ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა.
საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, ”მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა.
დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ”ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომჲუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისოაეროპორტი ემსახურება.
ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი ”დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი” (Syndicat des transports d'Île-de-France) აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო.


Комментариев нет:

Отправить комментарий