!!ROME!!
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია
იტალიის ქალაქთა შორის.
დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავადრომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.
რომი – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო,ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა დარომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა დაკატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია
იტალიის ქალაქთა შორის.
ქალაქის ისტორია
ქალაქის ისტორია ჩვ. წ–მდე დაახლოებით VIII საუკუნიდან იწყება. რომის ისტორიის განმავლობაში ის იყო ძველ რომის (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნების, იტალიის სამეფოს და იტალიის რესპუბლიკის ცენტრი ან დედაქალაქი.
ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატისმიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.
დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავადრომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.
ძველი რომი
რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий