!LONDON!

პარიზის შემდეგ დიდი ბრიტანეთზე გადავალ ალბატ მიხვდით ლონდონი , პარისზე ესეთი ფრაზა ვიხმარე ''რა იმალება ეიფელის კოშკის უკან? დღეს ესე ვიხმარ რა იმალება ბიგ ბენი უკან ??? :))))


ლონდონი  — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობსმდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 7.385.575 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი).
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი“, დაახლოებით XIX საუკუნიდანლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა "დიდი ლონდონი". ლონდონმა ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს იგეგმება ოლიმპიური თამაშების მესამედ ჩატარება.

ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
                          


შუა საუკუნეების ლონდონი :)

მე-5 საუკუნეში რომის იმპერიისს დაცემასთან ერთად ლონდონიც სწრაფად გაუკაცურდა. თუმცაღა, მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსების ლუნდევიქმა სწრაფი განვითარება დაიწყო და მოსახლეობა 12 000-მდე გაიზრდა. მე-9 საუკუნეში ლონდონს ვიკინგები უტევენ და კვლავ რომაული დასახლების ფარგლებში აბრუნებენ. მე-10 ასწლეულში ინგლისის გაერთიანების კვალდაკვალ ლონდონი როგორც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, უკვე პოლიტიკურ მზარდ მნიშვნელობასაც იძენს, იმის მიუხედავად, რომ მას უინჩესტერი უწევდა მეტოქეობას როგორცუესექსის ტრადიციული ცენტრი.
მე-11 საუკუნეში ედუარდ აღმსარებელმა კვლავ აღადგინდა ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ლონდონიდან ორ ნაბიჯში მდებარეობდა და სამეფო ტახტი იქ გადაიტანა. ამ დროიდან უესტმინსტერმა ლონდონი გააძევა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორიდან.
ჰასთინგის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგ უილიან დამპყრობელს ინგლისის გვირგინი დაადგეს ახლადდასრულებულვესტმინსტერის სააბატოში 1066 წლის შობადღეს. უილიამმა ლონდონის თაუერი ააგო, პირველი ნორმანდიულ სიმაგრეთაგანი, რომელიც ქვაში შენდებოდა. სიმაგრეს უილიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიუჩინა ადგილი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიში ჩაენერგა. 1097 წელსუილიამ II-მ ვესტმინსტერ დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ დარბაზი გახდა საფუძველი ახალივესტმინსტერის სასახლის მშენებლობისა.




Комментариев нет:

Отправить комментарий